ირაკლი ფირცხალავა: საფრთხეს წარმოვადგენ კრიმინალებისა და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებისათვის

ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ სასამართლოზე დღეს სიტყვით ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა გამოვიდა, რომელიც ბრალდების მხარეს გამოეხმაურა.

„თქვენო ღირსებავ, ბრალდების მხარე, რაღაც საშიშროებაზე საუბრობდა, ეს ჩემთვის მიუღებელია. 1996 წლიდან მაქვს ტაბელური იარაღი და მინდა გითხრათ, რომ საშიშროებას და საფრთხეს მე ჩემი მოსახლეობისთვის არასდროს წარმოვადგენდი. მე არ წარმოვადგენ საფრთხეს კანონმორჩილი მოქალაქეებისთვის, მე საფრთხეს წარმოვადგენ კრიმინალებისა და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებისათვის. მე ამდენი წელია აქ ვარ, არსად მივმალურვარ. ერთი კაცი ვერ მოიყვანეს, რომელიც მიჩივლებდა ან ბიზნესი წავართვი, ან ვაწამე, ან ჩვენებები გამოვძალე. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბრალდებას წარმოდგენილი ჰყავდა რამდენიმე ექსპერტი, თუმცა მე მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია სხვა ექსპერტების დაკითხვაც. ვინაიდან დასაკითხ მოწმეთა უმრავლესობა საჯარო სამსახურშია დასაქმებული, მინდა გთხოვოთ, დაგვეხმაროთ და მოგვცეთ უწყებები, რადგან ყველა ამ პირის მოყვანა უზრუნველვყოთ“ – განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.

ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ მომდევნო სასამართლო სხდომა 5 ოქტომბერს 12:00 საათზეა ჩანიშნული.

banner
წინა სტატიაში13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული ერთ-ერთი მოქალაქე ორთაჭალის ტერიტორიაზე იპოვეს
შემდეგი სტატიარუსეთმა სირიაში პირველი ავიაიერიში განახორციელა