ლეღვთახევში გარემოს დაბინძურების კვლევები ჩატარდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან და სპეციალისტებთან ერთად ძველი თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში ლეღვთახევში მოძრავი ექსპრეს-ლაბორატორიის სამუშაო პროცესს პირადად გაეცნო.
სპეციალისტებმა ადგილზე ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელ.მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის მონიტორინგი განახორციელეს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად ადგილზე გარკვეული კვლევის შედეგები განისაზღვრა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მონიტორინგის გაძლიერების მიზნით, უამრავ ახალ პროექტს ახორციელებს. სპეციალისტების მიერ ჩატარებული ანალიზები და კვლევები საშუალებას მისცემს სააგენტოს, ზუსტი ინფორმაცია გააჩნდეს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ და განსაზღვროს მისი გამომწვევი მიზეზები.

ექსპრეს-ლაბორატორიით მონიტორინგი თბილისის მასშტაბით კვლავ გრძელდება. მოძრავი ლაბორატორიის საშუალებით კვლევები უახლოეს მომავალში რეგიონებში განხორციელდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს დღეს ყირგიზეთის პრეზიდენტი ეწვევა
შემდეგი სტატიასერგო რატიანი : ნაციონალური მოძრაობია მეორე ტურში მონაწილეობისთვის მზადებას იწყებენ