საქართველოს დღეს ყირგიზეთის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს დღეს ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

ყირგიზეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს პირისპირ შეხვდება, ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს კი, ორი ქვეყნის პრეზიდენტები გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან ერთმანეთს.

ალმაზბეკ ატამბაევი ხვალ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივს მიაგებს და მემორიალს ყვავილებით შეამკობს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ყირგიზეთის პრეზიდენტები მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.

ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელით ოფიციალური ლანჩი გაიმართება.

ალმაზბეკ ატამბაევი თბილისს მეუღლესთან ერთად ეწვევა.

banner
წინა სტატიაშიგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სამუშაო ვერსიაზე იმსჯელეს
შემდეგი სტატიალეღვთახევში გარემოს დაბინძურების კვლევები ჩატარდა