სერგო რატიანი : ნაციონალური მოძრაობია მეორე ტურში მონაწილეობისთვის მზადებას იწყებენ

ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატები მეორე ტურში მონაწილეობისთვის მზადებას იწყებენ. განცხადება დღეს პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, სერგო რატიანმა გააკეთა.

„მიუხედავად არათავისუფალი ძალადობრივი საარჩევნო გარემოსი, ძალადობისა, გაყალბებისა, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას,“- განაცხადა სერგო რატიანმა.

ნაციონალურ მოძრაობაში იმედოვნებენ, რომ პროდასავლური პარტიების ამომრჩევლები მხარს დაუჭერენ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს მეორე ტურში.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანია, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მმართველმა პარტიამ არ მოიპოვოს.

banner
წინა სტატიაშილეღვთახევში გარემოს დაბინძურების კვლევები ჩატარდა
შემდეგი სტატიაკობა ნარჩემაშვილი : “პარლამენტი იქნება ქუთაისში. მეც ამას ვუჭერ მხარს”