12 მაისის თბილისი – თელ-ავივის რეისი არ გადადებულა

ავიაკომპანია Georgian airrways გენერალური დირექტორი, რომან ბოკერია ამბობს, რომ 12 მაისის რეისი თბილისიდან თელ ავივის მიმართულებით არ გადადებულა და ფრენა დაგეგმილ დროს შესრულდება.

მისივე ინფორმაციით, იმ შემთხევვაში, თუ ისრაელის აეროპორს ბენ გურინს არ დაკეტავენ, კომპანია ფრენას უცვლელად შეასრულებს.

“ჯორჯიან ეარვეისის 12 მაისის რეისი თბილისიდან თელ ავივის მიმართულებით არ გადადებულა და შესრულდება დაგეგმილ დროს. 19:10 წუთზე თბილისიდან გაფრინდება ჩვენი ბოინგ ბორდი 732 800, საქართველოდან ისრაელში გადაიყვანს 19 მოქალაქეს, ხოლო თელ ავივიდან თბილისში ჩამოიყვანს 166 მგზავრს. რეისი არ გადადებულა. გუშინ აეროპორტი, ბენ გურიუნის დაიკეტა ღამე საომარი მოქმედებების გამო, მაგრამ დღეის მდგომარეობით, ის გახსნილია. თუ სიტუაცია არ შეიცვალა და აეროპორტი არ დახურეს რეისს შევასრულებთ. მაგრამ დღეის მდგომარეობით, ჩვენ მზად ვართ რეისი შევასრულოთ”,- თქვა რომან ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიმინაშვილი – უნდა გავაჟღეროთ პოლიტიკური ინიციატივები და მოვემზადოთ საპროტესტო ტალღისთვის
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ინდური ვარიანტი 44 ქვეყანაშია აღმოჩენილი