კორონავირუსის ინდური ვარიანტი 44 ქვეყანაშია აღმოჩენილი

მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლას შეზღუდვებითა და ვაქცინაციით განაგრძობს. კორონავირუს SARS-CoV-2-ის გავრცელების შემდეგ მსოფლიოში 160 მილიონი ადამიანი დაავადდა კოვიდ-19-ით, გარდაიცვალა 3,3 მილიონი ადამიანი, 137 მილიონი გამოჯანმრთელდა – “დოიჩე ველე” წერს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით კორონავისურის B. 1.617 ვარიანტი, რომელიც ინდოეთში აღმოაჩინეს და ყველაზე აგრესიულ შტამად ითვლება, უკვე 44 ქვეყანაში დაფიქსირდა – სამშაბათს ორგანიზაციამ ჟენევაში განაცხადა.

ინდოეთში, სადაც მოსახლეობა 1,35 მილიარდია, უკანასკნელი 24 საათის მონაცემებით, დაავადებულთა რაოდენობა გაიზარდა და 348 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, ამავე დროს, გაიზარდა ფატალური შემთხვევებიც – 4 205 . სულ გარდაცვლილთა რაოდენობამ 250 ათასს გადააჭარბა.

კოვიდ-19-ის B. 1.617 ვარიანტი გამოირჩევა აგრესიულობით, ადვილად გადამდებია და მნიშვნელოვნად აზიანებს სხვადასხვა ორგანოებს.

banner
წინა სტატიაში12 მაისის თბილისი – თელ-ავივის რეისი არ გადადებულა
შემდეგი სტატიაშვეიცარიული კომპანიის ინჟინერი – ღრმად დარწმუნებულები ვართ, რომ ნამახვანის კაშხალი უსაფრთხოა