1 აშშ დოლარი, 2 ლარი და 74 თეთრი ღირს – არჩევნებიდან 4 დღის შემდეგ, ლარმა გაუფასურება ისევ დაიწყო

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარი და 74 თეთრია. ოფიციალური კურსით კი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გუშინ დაადგინა და დღეს მოქმედებს, 1 დოლარი 2.7203 ლარი ღირს.

ექსპერტების პროგნოზით, თუ ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ერთობლივ გეგმას არ შეიმუშავებენ, ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება. ისინი იმ მოლოდინებზეც საუბრობენ, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა შექმნეს:

“არჩევნების შემდგომი პროცესები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი განწყობა ექნება მთავრობას, სამწუხაროდ დამარცხების შემთხვევაში მათ დააანონსეს კონფლიქტი, რაც ჩემის აზრით ასევე გავლენას ახდენს მოლოდინებზე და მომხმარებლის განწყობაზე და ლარის კურსზე,”-აცხადებს ”ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს” პრეზიდენტი, პაატა შეშელიძე

banner
წინა სტატიაშიეკა გიგაური თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დაიბარეს
შემდეგი სტატიაკენტი : „მოღალატე“ და „ფაშისტი“ არ არის პოლიტიკური დისკუსიისას გამოსაყენებელი სიტყვები