ეკა გიგაური თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დაიბარეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი დღეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზეა დაბარებული.

ეკა გიგაური პოლიციის დეპარტამენტში 12:00 საათზე მივა და გამომძიებელს მუქარის შემცველი პირადი შეტყობინების მიღების ფაქტზე ინფორმაციას მიაწვდის.

შეგახსენებთ, რომ გიგაურმა მუქარის შემცველი შეტყობინების მიღებასთან დაკავშირებით პროკურატურას 16 ოქტომბერს მიმართა. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი, 13 ოქტომბერს ეკა გიგაურმა აგრესიული შეტყობინება მიიღო, რომელიც ბილწსიტყვაობასთან ერთად, მუქარასაც შეიცავდა. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მუქარის შემცველი შეტყობინებები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ შეტევა წამოიწყეს.

banner
წინა სტატიაშიძლიერი ხანძარი ე.წ. “სტამბოლის ბაზარზე” – ცეცლი ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარი, 2 ლარი და 74 თეთრი ღირს – არჩევნებიდან 4 დღის შემდეგ, ლარმა გაუფასურება ისევ დაიწყო