​მგალობლიშვილის ქუჩა, ბოლო ორი დღის განმავლობაში, მეორედ დაიტბორა

​მგალობლიშვილის ქუჩა ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორედ დაიტბორა. მიზეზი ისევ წყლის მილის დაზიანებაა. ადგილზე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა.

როგორც GWP-ში აცხადებენ, ამ დროისთვის გადაკეტილია ურდულები და მიმდინარეობა შესაბამისი სამუშაოები.

“მგალობლიშვილის ქუჩაზე დაზიანებული მილიდან წყლის დინების შესაჩერებლად უკვე დაიკეტა ურდულები. როგორც კი ქსელი წყლისგან დაიცლება, მაქსიმალურად ოპერატიულად დავიწყებთ ტექნიკურ სამუშაოებს მიზეზების დასადგენად და დაზიანების აღმოსაფხვრელად. სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას. რაც შეეხება წყალმომარაგების შეზღუდვას ამ ეტაპზე წყლის მიწოდება შეზღუდული აქვს მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, შარტავას, საირმის და მიმდებარე ქუჩებს,”-აღნიშნულია GWP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ დაზიანებული მილის შეკეთება, GWP-მ გუშინ დაასრულა.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: უმუშევრობა მთავარი პრობლემა იმიტომ არის, რომ ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური პრობლემები არ არის გადაწყვეტილი
შემდეგი სტატია მთ. ეპ. ზენონი: მთავარ ხელსაქმედ ნიღაბთა დამზადება ვაქციეთ