ჯარისკაცი მენინგი შესაძლებელია მარტო ჩასვან კამერაში ჟურნალ Vanity Fair-ის და ვადაგასული კბილის პასტის გამო

ჯარისკაცი მენინგი შესაძლებელია მარტო ჩასვან კამერაში ჟურნალ Vanity Fair-ის და ვადაგასული კბილის პასტის გამო

ამერიკული ჯარის რიგითი ჩელსი მენინგი შესაძლებელია მარტო ჩასვან კამერაში ჟურნალ Vanity Fair-ის და ვადაგასული კბილის პასტის ქონის გამო, რაც ციხის წესების დარღვევაა – ამის შესახებ მენინგის ადვოკატი ავრცელებს ინფორმაციას.
ჯარისკაცი-ტრანსგენდერი სამშაბათს დახურული სასამართლოს წინაშე წარსდგება, რომელიც მის ბედს გადაწყვეტს. ამერიკელ სამხედროებს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ კომენტარი აღნიშნულ თემაზე.

ჩელსი მენინგს 35 წელი აქვს მისჯილი საიდუმლო დოკუმენტების Wikileaks-ზე გამოქვეყნებისთვის. ადრე მისი სახელი ბრედლი მენინგი იყო. ის კანზასის შტატში, ფორტ ლივენვორტის სამხედრო ციხეში იხდის სასჯელს.
ერთ-ერთ ახალ ბრალდებათაგანი არის წამლების ბოროტად გამოყენება (კერძოდ, ვადაგასული კბილის პასტის შენახვა), საჭმლის ნარჩენების იატაკზე დაყრა და პერსონალისადმი აგდებული დამოკიდებულება.
“ციხეებში მკაცრი კონტროლია. ზოგჯერ ეს პროცესი აბსურდამდე მიდის. მგონია, რომ ახლა ზუსტად ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე” – ამბობს დაკავებულის ადვოკატი.

მენინგის მკაცრი დასჯა ცალკე კამერაში გადაყვანაა. მისი ადვოკატების თქმით, მენინგმა მოითხოვა დისციპლინარული გარჩევა ღია რეჟიმში ჩატარდეს.
ამასთანავე, მისმა მომხრეებმა პეტიცია შეადგინეს – ისინიც სასამართლო განხილვის საჯაროობას ითხოვენ.

მენინგი, რომელმაც სახელი 2014 წელს შეიცვალა, ციხეში ყოფნის მანძილზე ამერიკის სამხედრო მოსამსახურედ ითვლება. რამდენიმე ხნის წინ მისი დებიუტი ამერიკულ Guardian-ში შედგა.
რამდენიმე თვის წინ მთავროამ გადაწყვიტა მისთვის ჰორმონალური თერაპიის კურსი ჩაეტარებინა, მაშ შემდეგ, რაც მას გენდერული დისტროფიის დიაგნოზი დაუსვეს.

banner
წინა სტატიაში13 ივნისს სტიქიით დაზარალებულმა მოსახლეობამ აქცია გამართა
შემდეგი სტატიანოდარ ხადური მიიჩნევს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით მოსახლეობაში სწორი მოლოდინები უნდა ჩამოყალიბდეს