,,ხვალ დილიდან ჩანიშნოს პროცესი და გიგი უგულავა გაათავისუფლოს სასამართლო დარბაზიდან”

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ამ წუთიდან გიგი უგულავა უკანონო პატიმარია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა კობა სუბელიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ჟურნალსტებს განუცხადა.
როგორც მან განმარტა, საქალაქო სასამართლომ ხვალვე უნდა ჩანიშნოს პროცესი და გიგი უგულავა დარბაზიდან გაათავისუფლოს.
“მოსამართლე მერაბ ტურავა არ გამოცხადდა, მაგრამ სასამართლომ მაინც მიიღო გადაწყვეტილება მის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ ამ წუთიდან ყოველი საათი გიგი უგულავას ციხეში ჯდომა არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომ ის არის უკანონო პატიმარი. აქამდეც უკანონო პატიმარი იყო, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რაც ნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს ისღა დარჩენია რაც შეიძლება მალე, ხვალ დილიდან ჩანიშნოს პროცესი და გიგი უგულავა გაათავისუფლოს სასამართლო დარბაზიდან”, – აღნიშნა კობა სუბელიანმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსამართლე მერაბ ტურავას გამოკლებით, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

banner
წინა სტატიაში“გადაწყვეტილება მიღებულია იმ პროცედურების დაცვით, რაც კანონში წერია”
შემდეგი სტატიაახალი ჰესი და უყურადღებოდ დარჩენილი სვანები