ახალი ჰესი და უყურადღებოდ დარჩენილი სვანები

ახალი ჰესი და უყურადღებოდ დარჩენილი სვანები

ნენსკრასსვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად 280 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას იწყებს. ნენკსრას პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ.სთ იქნება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება.
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია.
მშენებლობის საძირკველის ჩაყრის მომენტისათვის იქვე იმყოფებოდნენ ჭუბერელები, რომელთაც პრემიერთან და ინვესტორებთან შეხვედრის სურვილი ჰქონდათ, თუმცა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
ჭუბერელებთან პოლიციის კორდონი იყო მობილიზებული. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათ კითხვები ჰქონდათ უსაფრთხოებაზე, დასაქმებაზე, საკუთარი ოჯახების მომავალზე. მათი განცხადებით, მათ უფლება აქვთ იცოდნენ პროექტის განხორციელების რა მექანიზმები არსებობს, რამდენად უსაფრთხოა ის და რა გავლენას იქონიებს კლიმატზე, დასაქმდებიან თუ არა ადგილობრივები ან რა მომავალს უმზადებს ჭუბერელებს პროექტის განხორციელება. მათ შეკითხვებს არავინ პასუხობს.

banner
წინა სტატიაში,,ხვალ დილიდან ჩანიშნოს პროცესი და გიგი უგულავა გაათავისუფლოს სასამართლო დარბაზიდან”
შემდეგი სტატიაე.წ. მატროსოვის ციხესთან უგულავას ახლობლები არიან შეკრებილები