“გადაწყვეტილება მიღებულია იმ პროცედურების დაცვით, რაც კანონში წერია”

გიგი უგულავას სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კონსტიტუციონალისტი, ლევან ალაფიშვილი, გამოეხმაურა.

„ამ შემთხვევაში კანონის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა შესასრულებლად სავალდებულო აქტი, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ კანონის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება. შესაბამისად ნებისმიერ პროცედურული ახსნა აქ უკვე გონივრულ განსჯას მიღმაა, გადაწყვეტილება არსებობს, მიღებულია იმ პროცედურების დაცვით, რაც კანონში წერია, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლომ იხელმძღვანელა,“-განაცხადა ალაფიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლე ტურავას საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია
შემდეგი სტატია,,ხვალ დილიდან ჩანიშნოს პროცესი და გიგი უგულავა გაათავისუფლოს სასამართლო დარბაზიდან”