ხელისუფლება ნაცნობი სცენარით მოქმედებს – აცხადებს კახა კუკავა

პარტია ,,თავისუფალი საქართველოს,, ლიდერი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საპატრულო პოლიციაში მისვლის ისტორიას წერს, სადაც მისი განცხადებით, ლადო სადღობელაშვილი დაკავებული კი არ ყავდათ, არამედ ეზოში მოსეირნე დაინახა.. კუკავას განცხადებით დღევანდელი ხელისუფლება იგივე მეთოდებით მოქმედებს ოპოზიციის მიმარრთ, როგორც წინა გასული 9 წლის მანძილზე…

,,არ მიყვარს საკუთარ თავზე აჟიოტაჟის ატეხვა, მაგრამ რადგან მოხდა ასეთი ამბავი, მოკლედ დავწერ:

ვიყავი საპატრულო პოლიციაში ჩემს პირად საქმეზე (მართვის მოწმობა მქონდა ასაღები), სადაც ვითომ “დაკავებული” სადღობელაშვილი სამინისტროს ეზოში სეირნობდა და პოლიციის თანამშრომლებს ემუსაიფებოდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ვიცი ბოლო 2 კვირაა სუს-ის დავალებით გვიწვევს პროვოკაციაზე ეს სუბიექტი, ავარიდე თავი რამდენადაც შეიძლებოდა, თუმცა ჯერ სიტყვიერად გამომიწვია, მერე კოკა-კოლას ბოთლი მესროლა. პოლიცია არ ჩარეულა. გაწევ-გამოწევის და აყალმაყალის შემდეგ შევედი შენობაში და ჩემს საქმეზე მივმართე კანცელარიას, რამდენიმე წუთში მოვიდნენ დამატებით პოლიციელები და დამაკავეს, ხელბორკილებით და მთელი ატრიბუტებით. პოლიციის მხრიდან შენობაში უხეშობას ადგილი არ ჰქონია, ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მითითებით მომხსნეს ხელბორკილებიც.

ხვალ გამოძახებული ვარ სასამართლოზე.

ძალიან კარგად ნაცნობი სცენარია, ზუსტად ასე 9 წლის მანძილზე როგორც კი ვიწყებდით აქციებს ან სხვა სახით გამოვხატავდით პროტესტს, მაშინვე იწყებოდა ინტერნეტით თუ ტელეფონით, მუქარა, შეურაცხყოფა, გინება და პროვოკაციები ქუჩაში. სამწუხაროა თუ ასევე გაგრძელდება. პროვოკატორების დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან, აგონიის ნიშანია.

ჩემის მხრივ, მიუხედავად მომხდარისა, მივმართავ ხელისუფლებას -კონსტრუქციულ ოპოზიციას ეურთიერთეთ დიალოგის და არა პროვოკაციების გამოყენებით.,, აცხადებს კახა კუკავა

banner
წინა სტატიაშიმოსკოვის ცენტრში სავაჭრო ცენტრი ,,კიტაი გოროდი,, იწვის
შემდეგი სტატიაეკონომიკური გუნდის მინისტრები დღეს პარლამენტში არ მივლენ