ეკონომიკური გუნდის მინისტრები დღეს პარლამენტში არ მივლენ

პრეზიდენტთან ურთიერთობა-

ეკონომიკური გუნდის მინისტრები ქუთაისში ჩასვლას და პარლამენტის სხდომის დასწრებას არ აპირებენ.

ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ყველა აქტუალურ საკითხზე უკვე ისაუბრეს, დეპუტატთა დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს და აღარ მიაჩანიათ აუცილებლად გუშინდელი დეტალური განხილვის შემდეგ ამ საკითხებზე მსჯელობა.

იგივე მოსაზრებას იზიარებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც. მისი შეფასებით, მთავრობამ უკვე გააცნო კანონმდებლებს თავისი ხედვა.

რიგგარეშე სხდომის გამართვის ინიციატივით და ხელმოწერებით პრეზიდენტს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა. ამავე თემაზე გიორგი მარგველაშვილს „თავისუფალი დემოკრატებიც“ შეხვდნენ.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება ნაცნობი სცენარით მოქმედებს – აცხადებს კახა კუკავა
შემდეგი სტატიაისლანდიამ ევროკავშირზე უარი თქვა