მოსკოვის ცენტრში სავაჭრო ცენტრი ,,კიტაი გოროდი,, იწვის

ცოტა ხნის წინ მოსკოვის ცენტრში სავაჭრო ცენტრ ,,კიტაი გოროდ,,ის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა…

რუსული მედიის ცნობით, მიმდინარეობს შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუაცია…

12 000 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე შენობას, სახურავზე, დაახლოებით 100 კვადრატულ მეტრზე ცეცხლია მოდებული… ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ყაზანში დამწვარი სავაჭრო ცენტრ ,,ადმირალის,, მერე, ,,კიტაი გოროდი,, მეორე დიდი სავაჭრო ცენტრია რუსეთში, რომელიც ამ ორ დღეში იწვის.

banner
წინა სტატიაში,,არაფერზე არ მივანიშნებთ…,,
შემდეგი სტატიახელისუფლება ნაცნობი სცენარით მოქმედებს – აცხადებს კახა კუკავა