ცვლილებები თბილისის ავტობუსების მარშრუტში

დღეიდან თბილისში ავტობუსების რამდენიმე მარშრუტზე ცვლილებები შედის ძალაში. მიზეზად მოსახლეობის თხოვნა სახელდება.

მარშრუტებზე სამუშაო დროის ხანგრძლივობა საღამოს 10-დან 12 საათამდე გაიზარდა, ასევე საღამოს საათებში დაემატა რეისები და შემცირდა მარშრუტებზე მოძრაობის ინტერვალები. ეს ცვლილებები ძირითადა ეხება სოფელ პატარა ლილოს, ვარკეთილის მეურნეობას, ორხევს, კიდევ რამდენიმე დასახლებასა და სოფელს.

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის მერაბ მამულაშვილის განცხადებით, აღნიშნულ დასახლებებში მომუშავე მარშრუტებისთვის გახანგრძლივდა სამუშაო დრო. გადაიწია ღამის საათებში მარშრუტის ბოლო გასვლის დრომ.

banner
წინა სტატიაშისავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.32-2.33 ლარად არის შესაძლებელი
შემდეგი სტატიასაქართველოს ელჩის ცნობით, ნეპალში დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან