საქართველოს ელჩის ცნობით, ნეპალში დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

ნეპალში მყოფ ქართველებს შეხვდა საქართველოს ელჩი. ლევან ნიჟარაძე სპეციალურად ჩაფრინდა კატმანდუში, სადაც ქართველი ტურისტები იმყოფებიან. ასევე შეხვდა ნეპალის გაეროს ოფისისა და ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, სადაც განიხილეს მიწისძვრის შემდეგ ქვეყანაში შექმნილი ვითარება და მოსახლეობისათვის დახმარების საშუალებებზე იმსჯელეს.

საქართველოს ელჩს ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

ლევან ნიჟარაძემ სატელეფონო ხაზზე საუბრისას განაცხადა, რომ კატმანდუში 20-მდე ქართველია. მათი ნაწილი საქართველოში გამოემგზავრა, ხოლო ნაწილი ისევ კატმანდუში რჩება.

banner
წინა სტატიაშიცვლილებები თბილისის ავტობუსების მარშრუტში
შემდეგი სტატიალევან ყიფიანის პირველი კომენტარი