სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.32-2.33 ლარად არის შესაძლებელი

სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.32-2.33 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები დოლარს 2.29-დან 2.31 ლარის ფარგლებში იბარებენ.
კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.33-დან 2.34 ლარამდე მერყეობს. კერძოდ კი, ამ დროის მონაცემებით, “საქართველოს ბანკის” ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.338 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა – 2.278 ლარად.
“თიბისი ბანკში” ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.3400 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა – 2.2800 ლარად.
“ლიბერთი ბანკში” 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.3300 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა – 2.2800 ლარად.
ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3087 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკი მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეს დადგინდება.

banner
წინა სტატიაშიმთავრობაში ლევან ყიფიანის გადადგომას არ ადასტურებენ
შემდეგი სტატიაცვლილებები თბილისის ავტობუსების მარშრუტში