საცხოვრებელი ფართი კიდევ 269 დევნილ ოჯახს დაუკანონდა

საცხოვრებელი ფართი კიდევ 269 დევნილ ოჯახს დაუკანონდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ოფიციალური ინფორმაციით, 269 ბინიდან 197 ბინა თბილისში მდებარეობს , 23 – ფოთში, 30 – ზუგდიდში, 14 – ბათუმში და 5 – გორში.
“დღეს უკვე 269 დევნილს დაუკანონდა ბინა. ჩვენ ბინების დიდი ნაწილი გავარემონტეთ და ისე გადავეცით მათ, ასე რომ პროგრამა, რომელიც გულისხმობს 1-ელ სექტემბრამდე დაახლოებით 10 000 დევნილისთვის ბინის დაკანონებას სრულდება და დევნილები ხდებიან ჩვეულებრივი მესაკუთრეები”, – განუცხადა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: არც ერთი თეთრი თავდაცვის ბიუჯეტის პროგრამულ ნაწილს არ მოაკლდება
შემდეგი სტატიაჩუმლაყის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გამგეობასთან ნახირი მიიყვანა