“ჩვენ ჩაკეტილ სივრცეში ვცხოვრობთ!” – რას ჰყვებიან სუპერთაისის ფინალზე ჩამოსული აფხაზები

გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ ინტერვიუს სწორედ იმ ახალგაზრდებთან ჩაწერა, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოვიდნენ და თბილისში სუპერთასის მატჩს, ხოლო ანაკლიაში მუსიკალურ ფესტივალს დაესწრნენ.

ნიკა, სოხუმელი: – თბილისსა და ზუგდ­იდში ნათესავები მყავს, ადრეც არაერთ­ხელ ვყოფილვარ თბილისსა და სხვა ქალაქებში,­ მათ შორის, ბათუმშიც. ახლა მეგობრებთან ერთად ჩამოვედი. ენგურის ხიდზე არ გადმოგ­ვიშვეს და სომხეთიდან მოგვიწია ჩამოსვლამ. თბილისელ ახლობელს­ ბილ­ეთები ჩვენთვის უკვე ნაყიდი ჰქონდა და ასეთ თამაშს ვერ გამოვტოვე­ბ­დით. მინდოდა,­ ბიჭებსაც ენახათ აქაურობა და რამდენიმე დღით დავრჩით. ეტყობა, ენგურის საზღვარი ბევრმა­ გადმოკვეთა და მიმოსვლა ძალიან გაამკაცრეს.

ჩემს მეგობრებს უკვირდათ, როდესაც თამამად ვამბობდი, აფხაზები ვართ, ფეხბურთის საყურებლად ჩამოვედით-მეთქი. აგრესია არავისგან გვიგრძნია. ყველანი იქაურ ამბებს გვეკითხებოდნენ,

მათ მეხსიერებაში ჩარჩენილ ადგილებზე, ქუჩებზე, ადამიანებზე, ცხოვრების პირობებზე, ზღვაზე, დამსვენებლებზე.­ ვისა­უბრეთ ყველაფერზე, პოლიტიკის გარდა.­..

ჩემი ქართველი ნათესავების რჩევით ვნახეთ თბილისის ღირსშესანიშნავი ადგილები, ასევე ბათუმი და ანაკლია-განმუხურიც.

საქართველო(!) ჩვენზე ბევრად წინ ყოფილაო, თქვეს ჩემმა აფხაზმა მეგობრებმა. ისინი პირველად იყვნენ აქეთ. მათ მხოლოდ გადმოც­ემით იციან ქართულ-აფხაზური ომის შესახებ, მაგრამ ის კარგად შთააგონეს, რომ ქართველი მტერია! თბილისში კი იმიტომ წამომყვნენ, რომ მენდნენ. ოდნავი ეჭვიც რომ მქონოდა, აქ ცუდად მიიღებდნენ, არ გავრისკავდი.

ჩვენ აქ პოლიტიკურ შეხვედრებზე არ ჩამოვსულვართ, ახალგაზრდები ვართ და ასეთი დონის თამაშისა და კლასის ფეხბურთელების ნახვის შესაძლებლობა, ალბათ, წლების განმავლობაში არ მოგვეცემა. ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშ­ვებდით.

ემა, გაგრელი: – კრიტიკის კვალდაკვალ იყო დადებითი შეფასებებიც, ჩვენ მიუტევებელი ცოდვა არ ჩაგვიდენია. იქ ცხოვრობენ ახალგაზრდები, რომლებიც­ აფხაზეთს არ გასცდენიან. ეს არ არის პოლიტიკა, ეს სპორტია! მე ვნახე საოცარი ღონისძიება, მაღალი დონის სტადიონი, მივიღე დიდი ემოცია და მივხვდი, რამდენი რამ აკლიათ ჩემს თანატოლებს აფხაზეთში.

მე არ ვიცი პოლიტიკური დეტალები, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ “ბარსელონა” – “სევილიას” თამაშით მიღებული სიამოვნება მთელი ცხოვრება გამყვება… გული მწყდება, რომ იქ გადაღებულ ფოტოებს ვერ გამოვაქვეყნებთ ინტერნეტში. უამრავი ფოტო გადავიღეთ, სტადიონზეც და სხვაგანაც…

ახლა თბილისის ხედების ინტერნე­ტში დადება თვითმკვლელობის ტოლფასია.­ გავრცელდა ხმა, რომ უნდა დაგვკითხონ. როგორც ირკვევა, ძალიან ბევრი ჩამოსულა აფხაზეთიდან. ყველას მადლობა გამბედაობისთვის! ჩვენ არა ვართ პოლიტიკოსები და ურაპატრიოტიზმითაც დავიღალეთ. ახალგაზრდები ვართ და ომი კი არა, მშვიდობა, განვითარება და კარგი განათლება გვინდა… ძალოვანი უწყებიდან ჯერჯერობით არავინ დაგვკავშირებია. არ ვიცი, რის გამო უნდა შეგვექმნას საფრთხე, რა დავაშავეთ?!..

თუ ის შეიძლება, რომ სამკურნალოდ თვეში ათეულობით­ ადამიანი მოდიოდეს საქართველოში, რატომ არ შეიძლება 20 წელიწადში ერთხელ ჩვენც ჩამოვიდეთ და ფეხბურთს ან სხვა ღონისძიებას დავესწროთ? ჩაატარონ ასეთი დონის მატჩები ან სხვა პროექტები აფხაზეთში და სხვაგან არ წავალთ.

დიახ, უკვე მოვისმინეთ ირიბი საყვედურები ახლობ­ლებისგანაც, სამკურნალოდ იქით გავრბივ­ართ, ახლა ფეხბურთის საყურებლადაც დავიწყეთ სიარული, მაშ, რა საჭიროა საზღვარი, გავაუქმოთო… მე მათ ასე ვუპასუხებ: ფეხბურთი სპორტია, რომელიც გულშემატკივრებს აერთიანებს.

ირაკლი, სოხუმელი: – ჩემი ახლ­ობლის მამა “ენგურჰესში” ქართველებ­თან ერთად მუშაობს. მისი შვილები მიდი­ოდნენ “გემ ფესტზე” და მეც გავყევი. ძალ­იან ვისიამოვნეთ. იქ მყოფი მუსიკოსების მოსმენა ჩემთვის ბედნიერება იყო. უამრავი ფოტო გადავიღეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ინტერნეტში ვერ დავდებთ…

ჩვენებიდან იყვნენ ისეთებიც, ვინც კვირაში ორჯერ მაინც ზუგდიდში გადადის. იქაურობა სავსე იყო პოლიციის თანამშრომლებით. მათ მანქანის დაყენების პრობლემაც კი არ შეჰქმნიათ…

ფეხბურთზე ვერ შევძელი ჩამოსვლა, ბილეთზე თადარიგი ვერ დავიჭირე, არადა, მითხრეს, თამაშის წინ სტადიონზე შეგეძლო შეძენა გადამყიდველებისგანო. ვნანობ, რომ არ წავედი… ჩვენ არავის ვღალატობთ, ჩვენ უბრალოდ, ახალგაზრდები ვართ და ჩაკეტილ სივრცეში ვერ ვცხოვრობთ.

 

banner
წინა სტატიაშიბანგკოკში ტაძართან აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატია“მედიის თავისუფლების საფრთხის ქვეშ დაყენების შთაბეჭდილება იქმნება” – აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი რუსთავი 2-ზე საუბრობს