ბანგკოკში ტაძართან აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში აფეთქება მოხდა. “ბიბისის” ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქის ცენტრში მდებარე ტაძართან გააქტიურდა. დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი, ათობით ადამიანი კი დაშავდა.
“ბიბისის” ადგილობრივი კორესპონდენტის ცნობით, ამ დროისთვის შემთხვევის ადგილას სრული ქაოსია. ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. პოლიცია დაშავებულების დახმარებას ცდილობს.
მსგავსი შემთხვევები ტაილანდის დედაქალაქში იშვიათია, მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. პოლიციას აფეთქების მიზეზების შესახებ წინასწარი ვერსიების დასახელება ჯერ უჭირს. “ერავანის” ტაძარი ბანგკოკის ყველაზე ცნობილ ტაძარს წარმოადგენს, იგი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გვერდით მდებარეობს.

banner
წინა სტატიაშიოლიმპიური კომიტეტის გურიის რეგიონული ორგანიზაციის წევრებმა ოზურგეთის მერიის მისამართით საყვედური გამოთქვეს
შემდეგი სტატია“ჩვენ ჩაკეტილ სივრცეში ვცხოვრობთ!” – რას ჰყვებიან სუპერთაისის ფინალზე ჩამოსული აფხაზები