ჩვენ მოწოდებული ვართ შევინარჩუნოთ რუსეთთან პრაგმატული და კონსტრუქციული მიდგომა

ჩვენ მოწოდებული ვართ შევინარჩუნოთ რუსეთთან პრაგმატული და კონსტრუქციული მიდგომა

ირაკლი ღარიბაშვილი - ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრის საქმიანობა მიმართული არ იქნება რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგჩვენ მოწოდებული ვართ შევინარჩუნოთ რუსეთთან პრაგმატული და კონსტრუქციული მიდგომა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის გახსნის გამო რუსეთისგან საფრთხე.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ცენტრი თავისი შინაარსით და ფორმით არანაირად არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ.
“ეს არის წვრთნის და შეფასების ერთობლივი ცენტრი, რომელიც ჩვენი ჯარისკაცების კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიონალიზმის დახვეწას შეეცდება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ცენტრი არანაირად არ შეიძლება იყოს აღქმული, როგორც რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული. პირიქით, ვფიქრობ, ის დაგვეხმარება საქართველოს შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო გაძლიერდეს. რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების განმტკიცებას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა აგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკას მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან. ვაგრძელებთ დიალოგს – გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებული დიალოგი და ვართ მოწოდებული, რომ შევინარჩუნოთ ეს პრაგმატული და კონსტრუქციული მიდგომა. ასე, რომ ეს არანაირად არ შეიძლება იყოს განხილული, როგორც რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ცენტრი”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიარ შემიძლია წინასწარ ხაზი გავუსვა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატო- ს სამიტზე
შემდეგი სტატია“ინტეგრაციის მხოლოდ ერთ მექანიზმზე არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული” – ირაკლი ალასანიას რჩევა ხელისუფლებას