“ჩემი იმედი ქართველ ახლაგაზრდობაშია, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს”

რას წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების დროს გარდაცვლილთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ქართველ ახალგაზრდებს გამოჩენილი სოლიდარობისთვის და თანადგომისთვის მადლობას უხდის.

„მართლაც ძალიან დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. კიდევ ერთხელ მინდა დიდი თანაგრძნობა გამოვხატო ყველა დაღუპულის ოჯახის მიმართ. ამავე დროს, მთელი ეს დღეები ვუყურებ სამოქალაქო გმირობის საოცარებას საქართველოში ამდენი ადამიანი ქუჩაში გამოსული, ამდენი ხელიხელ ჩაკიდებული ჩვენი მოქალაქე, მათ შორის ამდენი ახალგაზრდა, რომელიც ყოველდღიურად გვაჩვენებს იმას, რომ ძალა მართლა ერთობაშია, რომ თუ ერთად დავდგებით ყველანაირ უბედურებას გავუმკლავდებით, რომ ვერაფერი ვერ შეგვაშიენებს და გავაგრძელებთ წინსვლას. ჩემი იმედი მართლა ამ ახლაგაზრდობაშია. მართლა დიდი ხანია არ ვყოფილვარ ასეთი ამაყი ჩემი ხალხით, ჩემი თანამემამულეებით, ისინი მთელ მსოფლიოს აჩვენებენ რას ნიშნავს ერთ მუჭად შეკრული გაერთიანებული ერი. მინდა დიდი მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს. მართლაც თუ ერთად დავგებით ყველაფერს შევძლებთ, ხომ დავინახეთ, რომ როცა ერთად ვართ, როცა არ გვეშიანია, როცა ხელს დავიკაპიწებთ, მაგრები ვართ და ყველაფრის მიღწევა შეიძლება. ჩვენი ქალაქი ისევ აღორძინდება, ჩვენი ქვეყანა ბოლომდე ფეხზე დადგება და ეს იქნება თითოეული თქვენგანის დამსახურება და თითოეული თქვენგანის გარჯის შედეგი, თუნდაც ამ ბოლო დღეებში, დიდი, დიდი მადლობა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატია“ყველა სამსახური არის მობილიზებული, ყველა ობიექტზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა,” – მინდია ჯანელიძე