“ყველა სამსახური არის მობილიზებული, ყველა ობიექტზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა,” – მინდია ჯანელიძე

მზიურის ტერიტორიაზე და ზოგადად სტიქიის ზონაში დილიდან მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის განცხადებით, დღის ბოლოს შედეგების შეჯამება მოხდება და დაიგეგმება მომდევნო დღის გეგმა.

„გაწმენდითი და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. ყველა სამსახური არის მობილიზებული. ყველა ობიექტზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა,” – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ქაწაშვილის განმარტებით ამ ეტაპზე მიმდიდინარეობს სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ბევრი დანაყოფი არის გამოყოფილი, კერძოდ მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გუშინ ნანახი იქნენ გარდაცვლილები,“ – განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიაზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება, რადგან შესაძლოა ადგილზე დაკარგულ პირებს მიაგნონ.

banner
წინა სტატიაში“ჩემი იმედი ქართველ ახლაგაზრდობაშია, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს”
შემდეგი სტატიაგანათლების მინისტრმა უნივესრიტეტის დაზიანებული ლაბორატორია მოინახულა