ირაკლი ღარიბაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან ასელბორნს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა მწუხარება გამოთქვა 13 ივნისის ტრაგედიის გამო და საქართველოს მთავრობის მეთაურს მიუსამძიმრა.
მხარეებმა საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პირველი ივლისიდან ლუქსემბურგი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.
საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა მზაობა, ვიზიტის ფარგლებში მოინახულოს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლები.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო.

banner
წინა სტატიაშიბულგარეთის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი საქართველოში ჩამოვიდა
შემდეგი სტატია“ჩემი იმედი ქართველ ახლაგაზრდობაშია, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს”