,,ჩემი და კობას მოძრაობა მიმართული იყო იმისაკენ, რომ ის ჩირქი, რაც შეიძლებოდა მოცხობოდა ზურას, გაგვექარწყლებინა”

მე და კობამ ჩვენს თავზე ავიღეთ ეს ყველაფერი, რადგან ზურას სახელი ყოფილიყო სუფთა-ამის შესახებ განცხადება, ზურაბ ჟვანიას საქეზე ბრალდებულმა მიხეილ ძაძამიამ გააკეთა. ძაძამია გარდაცვლილი პრემიერის დაცვის წევრია და ის 2005 წლის 2 თებერვალს საბურთალოს ქუჩაზე იმყოფებოდა. მან დღეს 2 თებერვლის ღამეზე და მისი და ყოფილი პრემიერის ურთიერთობებზე ისაუბრა. ექსპრემიერის დაცვის ყოფილმა წევრმა, რომელსაც უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებას ედავებიან , ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ღამე დეტალურად გაიხსენა. როგორც გარდაცვლილი პრემიერმინისტრის დაცვის წევრი აცხადებს, ის პირადად მივიდა საბურთალოს ქუჩის 53 ა ნომერში, მას შემდეგ რაც მის სატელეფონო ზარებს არც ზურაბ ჟვანიამ და არც რაულ უსუპოვმა უპასუხეს. ის უშუალოდ სახლის კართან დადგა და ისე დარეკა პრემიერის ნომერზე. მისი თქმით, ზარის ხმა ესმოდა, თუმცა არავინ პასუხობდა.

“კარებთან დავდექი და ტელეფონზე ვურეკავდი . ტელეფონის ხმა მესმოდა, მერე დავაზარე, იმის შიში, რომ შიგნით რამე იქნებოდა არ მქონდა. ნამდვილად არ ვნერვიულობდი , რომ იქ რამე მოხდა იმიტომ, რომ იყო მომენტები არ იღებდა ტელეფონს…როდესაც ჩავამტვრიე ფანჯარა, სქელი ფარდები ეკიდა, ტელევიზორის შუქი ფარდებიდან ილანდებოდა, როდესაც შევყავი ხელი და გავწიე ფარდა დავინახე, რომ ბატონი ზურაბი იჯდა კრესლოში თავი ჰქონდა ჩაქინდრული ცხონებულს. ჩემი და კობას მოძრაობა მიმართული იყო იმისაკენ, რომ ის ჩირქი, რაც შეიძლებოდა მოცხობოდა ზურას, რამენაირად გაგვექარწყლებინა. ეს მე და კობამ გავაკეთეთ, ჩვენს თავზე ავიღეთ ეს ყველაფერი, რადგან მისი სახელი ყოფილიყო სუფთა. მაგრამ წარმოიდგინეთ ჩემი ცხოვრება, გადახედეთ ჩემს ცხოვრებას როგორ ვიცხოვრე, გადახედეთ, ნახეთ რა გაჭირვება , რა უბედურება , რა სიმწარე. ყველაფერი ნახეთ და მერე გააკეთეთ ანალიზი, როგორ ვიყავი ზურას შემდეგ. როგორ მე იქ რამე დამენახა და შემემჩნია და დავმალავდი? მე ან კობა ? ნამდვილად გავიყვანეთ, მე ცუდად გავხდი, ფეხებში მეჭირა, გამივარდა, ჩემს მანქანასთან მივიყვანეთ,ჩემი მანქანა იყო დასვრილი. კარებთან მივაყუდეთ და შემდეგ დავსვით,”-განაცხადა მიხეილ ძაძამიამ.

banner
წინა სტატიაშილარში აღებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა დაჭრილი პოლიციელები მოინახულა