შსს დეპუტატ კაბერლაშვილის დაკავების ფაქტზე განმარტებას აკეთებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი კარბელაშვილმა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც შს სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, დეპუტატი ავტოსაგზაო წესების დარღვევით მოძრაობდა, რა დროსაც ის საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა.

“კარბელაშვილი და მისი თანმხლები პირი, რომლებიც იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში, მანქანიდან გადმოვიდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საპატრულო ეკიპაჟს, რა დროსაც სამართალდამცველებმა ისინი განყოფილებაში გადაიყვანეს. მისი თანმხლები პირი დაკავებულია 353-ე მუხლის მეორე ნაწილით, კარბელაშვილი გათავისუფლდა იმის გამო, რომ დეპუტატია და მას იმუნიტეტი იცავს”,- აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი, თანმხლებ პირთან ერთად, გორის რაიონში, გუშინ, ღამის საათებში დააკავეს. კარბელაშვილი ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა და როგორც ცნობილია, ის ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდება
შემდეგი სტატიაწითელი ჯვარი სტიქიით დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას დაარიგებს