ოთარ დანელია ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდება

დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდებიან.

შეხვედრაზე განხილული იქნება დარგში არსებული მიღწევები და გამოწვევები, 2015 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების ხელშემწყობი ღონისძიებები და სხვა მიმდინარე საკითხები.

შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართება და მას ღვინის ინდუსტრიაში დასაქმებული როგორც სამთავრობო და კერძო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილის მესამე ვაჟი პატრიარქმა და ბერა ივანიშვილმა მონათლეს (+ ფოტოები)
შემდეგი სტატიაშსს დეპუტატ კაბერლაშვილის დაკავების ფაქტზე განმარტებას აკეთებს