წითელი ჯვარი სტიქიით დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას დაარიგებს

საბურთალოს მუნიციპალიტეტის შენობაში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება (სწჯს) საბურთალოს გამგეობასთან ერთად ჰუმანიტარულ დახმარებას დაარიგებს.
როგორც “თაიმერს” საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან აცნობეს, პირველადი მოხმარების ნივთები 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ 90 ოჯახს დაურიგდება.
დაზარალებულთა დახმარება შესაძლებელი გახდა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მეშვეობით.
დაზარალებულებს ჰუმანიტარულ დახმარებას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გადასცემენ.

banner
წინა სტატიაშიშსს დეპუტატ კაბერლაშვილის დაკავების ფაქტზე განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატიაზვიად სიჭინავა – მხარს დავუჭერ ნებისმიერ კანდიდატს, ვისაც სახელმწიფო 250 მილიონ ლარს ანდობს