შალვა შავგულიძე: თავს ვერ მოვიტყუებთ, რომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დავაში ქართული ოცნების ხელი არ ურევია

ესიის პირველ დღეს დარბაზში საუბარი მედიაში მიმდინარე პროცესებს შეეხო. თავისუფალმა დემოკრატებმა ეს პროცესები დაუკავშირა ხელისუფლების სურვილებს, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოს მედია.

“თავს ვერ მოვიტყუებთ და ვერ დავიჯერებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დავა მართლა ყოფილმა მეპატრონეებმა წამოიწყეს და ამაში ქართული ოცნების ხელი არ ურევია. ამის თქმის საფუძველს ამ დავასთან დაკავშირებული ბევრი გარემოება მაძლევს.

ასევე არ შეიძლება იმის დაჯერება, რომ ტელეკომპანია იმედმა საკუთარი ინიციატივით შეაჩერა მისი მაუწყებლობის ყველაზე მეტად რეიტინგული გადაცემები და თან ეს გააკეთა წინასაარჩევნო წლის დასაწყისში,” – აცხადებს შალვა შავგულიძე და ამ სეგმენტის იმედზე დახურვას ხელისუფლების ჩარევას უკავშირებს.

 

banner
წინა სტატიაშიხარძიანის ადვოკატი: პროკურატურა წლის ბოლომდე ხარძიანის მკვლელს დააკავებს
შემდეგი სტატიადავით დონდუა: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მცოცავი ანქსიის პროცესი ერთგვარად ჩრდილში მოექცა