ხარძიანის ადვოკატი: პროკურატურა წლის ბოლომდე ხარძიანის მკვლელს დააკავებს

“ბესიკ ხარძიანის მკვლელის დასაკავებლად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს”, – ეს განცხადება ხარძიანების ოჯახის ადვოკატს, მალხაზ სალაყაიას ეკუთვნის.

მისი ინფორმაციით, პროკურატურა წლის ბოლომდე ხარძიანის მკვლელს დააკავებს. სალაყაია აქვე ადასტურებს, რომ მკვლელის ვინაობა ცნობილია და ის საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფება.

“ოჯახის სახელით ვიტყვი, რომ პროკურატურა ყველა ნიუანსთან დაკავშირებით ოჯახთან კონტაქტშია, რაც იმედს იძლევა, რომ საქმე წარმატებით გაიხსნება. რაც შეეხება მკვლელს, მისი ვინაობა ცნობილია და გამოძიებისთვის ეჭვმიტანილი არ შეცვლილა და არც დამატებულა სხვა პიროვნება”,- განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.

ადვოკატის ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით არცერთი ვერსია არ მოხსნილა, მათ შორის არც ბიზნესმენ გია უდესიანის საქმესთან შემხებლობის ვერსია.

რაც შეეხება იმას, დაიკითხა, თუ არა გია უდესიანი, ადვოკატის თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

ადვოკატის თქმით, პროკურატურასთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს საგამოძიებო მოქმედებებს.

banner
წინა სტატიაშილაშა აბაშიძე: მაქსიმალურად შევეცდები, წარმატებით განვახორციელო დაკისრებული უფლება-მოვალეობები
შემდეგი სტატიაშალვა შავგულიძე: თავს ვერ მოვიტყუებთ, რომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დავაში ქართული ოცნების ხელი არ ურევია