დავით დონდუა: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მცოცავი ანქსიის პროცესი ერთგვარად ჩრდილში მოექცა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მცოცავი ანექსიის პროცესი, უკრაინის ფონზე, ერთგვარად ჩრდილში მოექცა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ “ამბასადორიალი 2015”-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამიტომ საქართველო ყველანაირად ცდილობდა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის დროულად მიეწოდებინა ობიექტური ინფორმაცია.
“ამისთვის გამოვიყენეთ ყველა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის ტრიბუნა და სხვადასხვა ფორუმი. შედეგად ე.წ. ხელშეკრულებების დადება და ხელოვნური ბარიერების აღმართვა დაგმო და დემარშები განახორციელა ქვეყნების და ორგანიზაციების უპრეცენდენტოდ დიდმა რაოდენობამ. საერთაშორისო თანამეგობრობის რეგულარული ინფორმირების მიზნით, 2015 წლის იანვრიდან დღემდე საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მოამზადა ორი კვარტალური ანგარიში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ”, -განაცხადა დონდუამ.
მისივე თქმით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით აღდგა პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და გამოიკვეთა საერთო ინტერესები.
საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, ამ მხრივ საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და სამინისტროც კომპეტენციის ფარგლებში, აგრძელებენ მუშაობას, რათა ადეკვატური და დროული რეაგირება მოვახდინოთ მომდინარე დადებით იმპულსებზე. მისივე თქმით, ამ პროცესების პარალელურად, საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა.
ასევე, გრძელდება ჟენევის ფორმატში რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევასა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის მიმართულებით მუშაობა.

banner
წინა სტატიაშიშალვა შავგულიძე: თავს ვერ მოვიტყუებთ, რომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დავაში ქართული ოცნების ხელი არ ურევია
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძე: ჰყოფნით გამბედაობა და ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რაც მათ ხელთ იყო და არაფერი გააკეთეს