ყოფილი პატიმარი ვაჰაგან ჩახალიანი ჯავხეთში არეულობის მოწყობას გეგმავს?

მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება დღევანდელ ხელისუფლებას, უგუნური ნაბიჯების გადადგმის გამო, რადგან როგორც ვიცით, ისინი არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებული, რომ ჩახალიანი რეგიონისთვის საფრთხეს წარმოადგენდა და მისი ციხიდან გამოშვება შეცდომა იქნებოდა

ყოფილი პატიმარი ვაჰაგან ჩახალიანი ჯავხეთში არეულობის მოწყობას გეგმავს. ამ მიზნით მას 60-70 კაციანი შეიარაღებული დაჯგუფება აქვს შექმნილი. ინფორმაციას ყოფილი პოლიციელი, ღირსების ორდენის კავალერი კარინა გრიგორიანი ავრცელებს.

„ჩემი წყაროს ინფორმაციით, ჩახალიანი რეგიონში არეულობას გეგმავს. მას უკვე შეკრებილი ჰყავს 60-70 კაციანი შეიარაღებული დაჯგუფება და დღევანდელ ხელისუფლებას ულტიმატუმებს უყებებს.

თუ ჩახალიანმა მართლაც განახორციელა ჩანაფიქრი, პირადად მე ვაცხადებ, რომ მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება დღევანდელ ხელისუფლებას, უგუნური ნაბიჯების გადადგმის გამო, რადგან როგორც ვიცით, ისინი არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებული, რომ ჩახალიანი რეგიონისთვის საფრთხეს წარმოადგენდა და მისი ციხიდან გამოშვება შეცდომა იყო“. – აცხადებს კარინა გრიგორიანი.ყოფილი პატიმარი ვაჰაგან ჩახალიანი ჯავხეთში არეულობის მოწყობას გეგმავს?

შეგახსენებთ, ვაჰაგან ჩახალიანი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დააპატიმრეს. მოგვიანებით, როცა ხელისუფლების სათავეში “ქართული ოცნება” მოვიდა, ხოლო ჩახალიანი ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ახალციხეში მისი და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა შედგა, რომელიც ხანმოკლე კამათის შემდეგ ჩახალიანისა და მისი მომხრეების გაქცევით დასრულდა. “ГРУ-ს გოშიები ვერ წამიკითხავენ მორალს, ძალიან მიქარა იმან, ვინც ციხიდან გამოგიშვა!”, – უთხრა მაშინ სააკაშვილმა ჩახალიანს.

ყოფილი პატიმარი ვაჰაგან ჩახალიანი ჯავხეთში არეულობის მოწყობას გეგმავს?

banner
წინა სტატიაშიმე მკიდია ეგენი სუყველა!!!
შემდეგი სტატიაუცნაური იარაღები