უცნაური იარაღები

უცნაური იარაღები

ლაზერული იარაღი PHASR აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს კირკლანდის ბაზაში გამოიგონეს. იარაღს სამხედრო დანიშნულება აქვს. იარაღიდან გასროლისას მოწინააღმდეგე ლაზერული შუქით ბრმავდება. PHASR-ს ასევე გრძელი ტალღების მეშვეობით მოწინააღმდეგის დეზორიენტაცია შეუძლია.

უცნაური იარაღები
2. ქუხილის გენერატორი
ქუხილის გენერატორის პირველი პროტოტიპი ებრაელი ფერმერის მიერ იქნა გამოგონილი ყანის პოტენციური მავნებლებისაგან დასაცავად. თუმცა, მალე ის ქუხილის გენერატორად გადაკეთდა. პროექტი ისრაელის შს სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა. ქუხილის გენერატორს 150 მეტრის ფარგლებში მოწინააღმდეგის ცეცხლით განადურება შეუძლია, ამისთვის გაზის და ნავთობის ნაზავს იყენებენ. ამასთანავე, იარაღი ადამიანს განსაკუთრებულ ზიანს არ აყენებს თუკი მინიმუმ ერთი მეტრის მოშორებით მაინც დგდას.უცნაური იარაღები

 

3. აქტიური ელექტრომაგნიტური იმპულსების სისტმა

აქტიური ელექტრომაგნიტური იმპულსების სისტემა (Active Denial System) არამიწიერ კომპლექსს გავს და არა თანამედროვე იარაღს. მოქმედებს რა, როგორც ძლიერი გადამცემი, ის ისვრის ელექტრომაგნიტურ ტალღებს ისე, რომ მას ადამისნის კანის ზედა ფენა ისრუტავს, თუმცა ორგანიზმს ძალიან არ ვნებს. ტალღების მოხვედრის შემთხვევაში ჩნდება მწვავე წვის შეგრძნება. ეფექტი დროებითია და ის არა სასიკვდილო იარაღებს განეკუთვნება.

უცნაური იარაღები
4. ავტომატური თოფი
თოფის უარყოფითი თვისება ის არის, რომ მას ავტომატური სროლის რეჟიმი არა აქვს. ავტომატი Auto Assault 12 შეიქმნა იმისათვის, რომ ეს პრობლემა მოეხსნა. მას შეუძლია წუთში 300 გასროლა განახორციელოს. შესაძლებელია მისი 8 ან 32 ბარაბნით დატენვა. ავტომატური თოფის დამატებითი ფუნქციაა სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მოწყობილობის გამოყენება, ჩვეულებრივი ან რეზინის ტყვიების ჩათვლით.

5.სათავგადასავლო ფილმებში არა ერთხელ გვინახავს იარაღი, რომელიც კალამს გავს. ბრევერმანის კალამი-იარაღი იმით განსხვავდება ფილმებში ნანახისგან, რომ ის ეწყობა როგორც პისტოლეტი, რაც მის სასროლად გამოყენებას აადვილებს. ბრევერმანის პისტოლეტები 1990-იან წლებში შეიქმნა და ის სულ 4 000 ეგზემპლიარია მსოფლიოში.

უცნაური იარაღები

6.Digital-ის ციფრული იარაღები
კომპანია Digital ისეთ პისტოლეტებს უშვებს, რომელიც ნამდვილად სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის რეკვიზიტი გეგონებათ. ციფრულ იარაღს უსაფრთხოების კოდი აქვს, რომლის გამორთვაც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი მსროლელი სპეციალურ მაჯის საათს ატარებს, რომლითაც იარაღისთვის კოდის მოხსნა ხდება. საათი აქტიურდება მას შემდეგ, რაც მფლობელი თითების ანაბეჭდით დაადასტურებს თავის ვინაობას. ეს ნიშნავს იმას, რომ იარაღის გამოყენება მხოლოდ ავტორიზებულ ადამიანს შეუძლია.უცნაური იარაღები

უცნაური იარაღები

banner
წინა სტატიაშიყოფილი პატიმარი ვაჰაგან ჩახალიანი ჯავხეთში არეულობის მოწყობას გეგმავს?
შემდეგი სტატიაგიორგი ბარამიძე საქართველოს პრეზიდენტს პასუხობს