მე მკიდია ეგენი სუყველა!!!

ჩემი ძირითადი წამალი არის მოსაწევი, რომელსაც ვერ ვშოულობ, რომელიც ტკივილს მიყუჩებს და რატომღაც ებრძვიან.

მე  მკიდია ეგენი სუყველა!!!„პოეტისათვის გრუზია, ჩერესჩურ მძიმე გრუზია“- ასე აფასებს თავის ცხოვრებას და შეხედულებებს კოტე ყუბანეიშვილი საქართველოსთან მიმართებაში.

„მეზიზღება საკუთარი თავი, რადგან ქართველი ვარ და ვერ გავაღწიე ამ სივრციდან, საქართველოში დავიბადე და რადგან ქართული ენას ვარ მიჯაჭვული, უნდა მოვკვდე საქართველოში.

ვერ ვიტან, აქედან გამომდინარე, ვისაც ვხედავ ქართველებსაც, მეზიზღებიან…

ჯერ ძერჟინსკი ეკიდათ, მერე ლენინი ეკიდათ, მერე რაღაც გადაკიდეს, ედიკა დაიკიდეს, მერე პატრიარქი დაიკიდეს, ახლა ბიძინა უკიდიათ. მე კიდე მკიდია ეგენი სუყველა.

Пашли ани на х… საქართველოში მე-18 საუკუნეა და კიდე იმედი აქვთ, რომ მესია ჩამოვა და საქართველო გაბრწყინდება. ნუ ახლა დეგენერატებს რაზე ველაპარაკო.

ივანიშვილს რომ ვხედავ, ან კიდე ღარიბაშვილს ან ზოგიერთებს, სულ მგონია, რომ „ინაპლანეტიანებმა“ დაგვიპყრეს და ჯერ არ გამოუცხადებიათ… საგანელიძე, ბესელია… ადრეც გულზე არ მეხატებოდა მერაბიშვილი, სააკაშვილი… მაგრამ ეს ნამეტანია.
„როჟა“ რამდენი ამიტანია, მაგრამ ეს ბოლო – ნამეტანია.

ჩემი ძირითადი წამალი არის მოსაწევი, რომელსაც ვერ ვშოულობ, რომელიც ტკივილს მიყუჩებს და რატომღაც ებრძვიან.

უმტკივნეულო სიკვდილს თუ მაცლიან და მომაწევინებენ რამეს ნორმალურად, კარგია, თუ არადა მე თვითონ წავალ სადაც ნებადართულია, სადღაც ვაშინგტონში ან კოლორადოს შტატში გადავსახლდები… დავიბარებ, რომ დამწვან და არ ჩამომასვენონ…“ – იუმორით დასძენს კოტე ყუბანეიშვილი.

მე  მკიდია ეგენი სუყველა!!!

banner
წინა სტატიაში14–15 იანვარი სოხუმში გლოვის დღედ გამოცხადდა
შემდეგი სტატიაყოფილი პატიმარი ვაჰაგან ჩახალიანი ჯავხეთში არეულობის მოწყობას გეგმავს?