„ყოველდღიურად ამერიკელებს სჭირდებათ ჩემპიონი და მე მინდა ვიყო ეს ჩემპიონი“ – ჰილარი კლინტონი

კლინტონმა ტრამპს ურჩია ისე მოიქცეს, როგორც პრეზიდენტს შეეფერება

უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჰილარი კლინტონი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ გამოქვეყნებული საარჩევნო კლიპიდან გახდა ცნობილი.

ვიდეოში კლინტონი აცხადებს, რომ მას სურს იყოს რიგითი ამერიკელების უფლებების დამცველი. „ყოველდღიურად ამერიკელებს სჭირდებათ ჩემპიონი და მე მინდა ვიყო ეს ჩემპიონი“ – ამბობს ჰილარი კლინტონი. პარალელურად გავრცელდა სხვა კანდიდატის საარჩევნო ვიდეო-რგოლები. თავიანთ მიმართვებში რენდ პოლი, ტედ კრუზი და ჯებ ბუში მკაცრად აკრიტიკებენ ჰილარი კლინტონის კანდიდატურას.

banner
წინა სტატიაშიე.წ. საზღვარზე შეზღუდვები დღეიდან მოიხსნება
შემდეგი სტატიათურქეთმა ვატიკანიდან ელჩი გამოიწვია