“ღრმად შეშფოთებულები ვართ სეპარატისტების სადემარკაციო აქტივობით,”-ჩეხეთის საგარეო უწყება

საოკუპაციო ხაზის გადმოწევას გმობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. საგანგებო განცხადება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

“ღრმად შეშფოთებულები ვართ სამხრეთ ოსეთის რეგიონსა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას შორის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე სეპარატისტების სადემარკაციო აქტივობით. ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას, რომელიც დაბრკოლებას უქმნის ადმინისტრაციული ზოლის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას, ზიანს აყენებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის გაწეულ საერთაშორისო ძალისხმევას და უარყოფით გავლენას ახდენს უსაფრთხოებაზე მთელს რეგიონში,”-ნათქვამია განცხადებაში.

ჩეხეთის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრაღა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს საქართველოს განუყოფელ ტერიტორიებად მიიჩნევს და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის ძლიერ მხარდაჭერას.

banner
წინა სტატიაშიკალინინგრადელებმა ბეგის ერთი დღის ხელფასი გადაურიცხეს
შემდეგი სტატიაგლდანში მომხდარი აფეთქების შემდეგ, საავარიო სამსახურში ზარებმა იმატა