გლდანში მომხდარი აფეთქების შემდეგ, საავარიო სამსახურში ზარებმა იმატა

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, 14 ივლისს, გლდანის რაიონში მომხდარი აფეთქების შემდეგ, საავარიო-სადისპეჩერო სამსახურის სპეციალურ ნომერზე (114) აბონენტთა ზარებმა მკვეთრად იმატა.
როგორც “თაიმერს” შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისიდან” აცნობეს, 14 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით 1 100 ზე მეტი განაცხადი შევიდა, რაც კომპანიის სტატისტიკით, საშუალოდ თვეში შემოსული განაცხადების 80%-ს შეადგენს. კომპანიის განმარტებით, აღნიშნულის გამო, აბონენტებს ზარის მოლოდინში უწევთ მოცდა.
“გთხოვთ, აუცილებლად დაელოდოთ ოპერატორის პასუხს.
ამასთან, გვინდა განვაცხადოთ, რომ არც ერთი ზარი არ დარჩება რეაგირების გარეშე და საავარიო სამსახური უმოკლეს ვადებში მივა დაფიქსირებულ გამოძახებაზე. სამწუხაროდ, ზოგიერთი მედია საშუალების მიერ ჩატარებული ე.წ. ექსპერიმენტი, არ ემსახურება მოსახლეობის ინფორმირებას და პირიქით, შეცდომაში შეჰყავს საკუთარი აუდიტორია”, – აცხადებენ შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისში”.
კომპანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას გაზის დანადგარებისა და მილების დაზიანების, აგრეთვე ბუნებრივი აირის გაჟონვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ შესაბამის სამსახურებს, საავარიო-სადისპეტჩერო სამსახური (ტელ. 114) – 24 საათის განმავლობაში, “ცხელი ხაზი” (ტელ. 2-40-40-04) – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 18.00 საათამდე. საავარიო ბრიგადის ადგილზე მისვლამდე გადაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის ონკანები და გაანიავონ შესაბამისი ფართი.
“გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიის თანამშრომლები თავის აბონენტებს უმოკლეს ვადაში, უსასყიდლოდ მოემსახურებიან.
რაც შეეხება ჟურნალისტის მიერ დაფიქსირებულ გამოძახებას, შექმნილ სიტუაციაში, მკვეთრად მომატებული გამოძახებების ფონზე, საავარიო სამსახური ობიექტზე მივიდა შეძლებისდაგვარად მოკლე დროში”, – ნათქვამია შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის”

banner
წინა სტატიაში“ღრმად შეშფოთებულები ვართ სეპარატისტების სადემარკაციო აქტივობით,”-ჩეხეთის საგარეო უწყება
შემდეგი სტატია,,ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს სეკვეტრს ვერ დავარქმევთ, ამას კორექტირება ეწოდება”