კალინინგრადელებმა ბეგის ერთი დღის ხელფასი გადაურიცხეს

კალინინგრადელებმა ბეგის ერთი დღის ხელფასი გადაურიცხეს

კალინინგრადელებმა ბეგის ერთი დღის ხელფასი გადაურიცხესკალინინგრადის ზოოპარკის თანამშრომლებმა თბილისელ ჰიპოპოტამ ბეგის ერთი დღის ხელფასი გადაურიცხეს. როგორც გაირკვა, ქართველ ბეგის დასავლეთ რუსეთში ნათესავები ყავს.
ერთი თვის წინ მსოფლიოში თითქმის ყველა მედია საშუალებამ გაავრცელა თბილისში მოსეირნე ბეგის ფოტო, რომელიც 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ თავისუფლებაზე აღმოჩნდა.
საბედნიეროდ, ჰიპოპოტამს ზიანი არავისთვის მიუყენებია.
მისი ზოოპარკში დაბრუნების ოპერაციას მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალყურს, თუმცა, ბეგის განსაკუთრებით კალინინგრადელი ზოოპარკის თანამშრომლები გულშემატკივრობდნენ. საქმე იმაშია, რომ თბილისელი ბეჰემოტი მათთვის ძალიან ახლობელია. ის 1999 წელს ზუსტად კალინინგრადის ზოოპარკში დაიბადა, 2000 წელს კი ჰიპოპოტამი უცნაური სახელწოდებით ჰუსეინ-დელფინი თბილისის ზოოპარკში გამოაგზავნეს, სადაც მას ბეგი დაარქვეს.

როგორც ამბობენ, ბეგი “ბეგლარის” შემოკლებული სახელია.
ბეგის ოჯახს გაქცევისასდმი განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს – წერს ბიბისი. ერთი წლის წინ ბეგის და მილია გაიქცა ვოლიერიდან, თუმცა ის დაცვამ მალე შენიშნა და უკან დააბრუნა.

banner
წინა სტატიაში„პოლიციელის შეურაცხყოფის ხარჯზე, პოლიტიკური ქულების ჩაწერა არც ბარნოვს, არც არავის, არაფერს მოუტანს“
შემდეგი სტატია“ღრმად შეშფოთებულები ვართ სეპარატისტების სადემარკაციო აქტივობით,”-ჩეხეთის საგარეო უწყება