ღვთისმშობლის კვართის დადიანების მუზეუმიდან შესაძლო გატანაზე მსჯელობა მიმდინარეობს

სასულიერო პირებმა და ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ზუგდიდში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის დადიანების ისტორიული მუზეუმიდან შესაძლო გატანაზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა დღეს კულტურის სამინისტროს ბრძანება განიხილეს, რომლის მიხედვითაც, ხობისა და ფოთის ეპარქიას უფლება აქვს წმინდა სამოსელი 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღეს ხობის ტაძარში დააბრძანოს. საუბარი შეეხო პაატა ბურჭულაძის იდეასაც, რომლის მიხედვითაც, კვართი ერთი დღით მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში დაბრძანდება. შეხვერის მონაწილეები არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული იდეების უკან სხვა მიზნებიც იყოს, მათ შორის სამოსელის სამუზეუმო ექსპონატად გადაქცევის მიზანიც. მათი განცხადებით, ზუგდიდელი ხალხი კვართის ქალაქიდან გატანას არ დაუშვებს. საკითხზე სამსჯელოდ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ქობულეთში პატრიარქთან შესახვედრად გაემართა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი საარჩევნო რეფორმას რევოლუციურს უწოდებს
შემდეგი სტატიაილია კილაძის სიუჟეტი ტექნიკური უნივერსიტეტის შახტა-ლაბორატორიაზე