ფეხბურთის მეფის სიკვდილის შესახებ ინფორმაციამ სოციალურ ქსელები წალეკა

პელე გარდაიცვალაფეხბურთის მეფის სიკვდილის შესახებ ინფორმაციამ სოციალურ ქსელები წალეკა.

ინფორმაცია იყო როგორც ვირუსი, უსწრაფესად გავრცელდა, მაგრამ საბედნიეროდ, არ აღმოჩნდა სიმართლე. ამასთანავე, ახლანდელი თაღლითები სხვებისგან იმით განსხვავდებიან, რომ სოცილურ ქსელში სპეციალური გვერდი შექმნეს, რომელმაც უსწრაფესად მილიონი ლაიქი დაიმსახურა.

გვერდზე წერია, “კვირას, დაახლოებით დილის 11 საათზე ჩვენი საყვარელი ფეხბურთელი გარდაიცვალა. პელე 1940 წლის 23 ოქტომბერს დაიბადა. ჩვენ დაგვაკლდება ის, მაგრამ არასდროს დავივიწყებთ. გთხოვთ, ამ გვერდზე ისე გამოვხატოთ გრძნობები, როგორც გვტკივა”.

პელე ცოცხალია და ჯანმრთელია.

პელე მოკვდა – რამდენიმე საათის მანძილზე ამ ფრაზამ ტვიტერიც წალეკა და იყო ყველაზე განხილვადი თემა. პირველად არ ხდება, როცა ფეხბურთელზე მსგავს ინფორმაციას ავრცელებენ.
სერიოზული კითხვაა – ვინ ავრცელებს ფეხბურთელზე მსგავს ჭორებს?

banner
წინა სტატიაშიგამოკითხვა: ტიმოშენკოს და პოროშენკოს რეიტინგი თითქმის გათანაბრებულია
შემდეგი სტატიაბერძენი პილოტი ბანკომატიდან ფულის გამოსატანად F-16 -თ თურქეთში გადაფრინდა