გამოკითხვა: ტიმოშენკოს და პოროშენკოს რეიტინგი თითქმის გათანაბრებულია

პარტია “ბატკივშინას” ლიდერის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს რეიტინგი უკრაინის მეთაურის პიოტრ პოროშენკოს რეიტინგს გაუთანაბრდა… ამაზე გამკითხვის შედეგები მოწმობენ, რომელიც კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარდა. საპრეზიდენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს დღეს პოროშენკოს ხმას უკრაინის მოსახლეობის 14,6% მისცემდა, ტიმოშენკოს კი 13,9%, დანარჩენი წამყვანი პოლიტიკოსები კი 4,6% აიღებდნენ.

ტიმოშენკოს რეიტინგთან ერთად, გაიზარდა მისი პარტიის რეიტინგიც. ივლისის შუა რიცხვებში რომ ტარდებოდეს უმაღლესი რადას არჩევნები, პოროშენკოს ბლოკს 12,8 % მისცემდა ხმას, ტიმოშენკოს პარტია კი 6,8%.

გამოკითხვა 27 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით ტარდებოდა. მასში 2044 რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა უკრაინის თითქმის ყველა რეგიონიდან, გარდა ყირიმისა.

banner
წინა სტატიაშიLufthansa-ს თვითმფრინავი კინაღამ უპილოტო აპარატს დაეჯახა
შემდეგი სტატიაფეხბურთის მეფის სიკვდილის შესახებ ინფორმაციამ სოციალურ ქსელები წალეკა