ბერძენი პილოტი ბანკომატიდან ფულის გამოსატანად F-16 -თ თურქეთში გადაფრინდა

ინფორმაციას, რომელიც ერთი შეხედვით დაუჯერებელი და სასაცილო ჩანს, რამდენიმე სერიოზული გამოცემა აქვეყნებს…

თუურქულ, რუსულ და უკრაინულ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, საბერძნეთის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავის F-16 ბერძენმა პილოტმა, მაიორმა გომერ სისოსტოპულოსმა, რომელიც ეგეოსის ზღვის თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის მონაკვეთზე თვითმფრინავით პატრულირებდა, ძალიან დაბალი სიმაღლეების განგებ გამოყენებით, როგორც თურქული ასევე ბერძნული რადარების შეუმჩნევლად შესძლო გადაეკვეთა თურქეთის საზღვარი და დასახლებულ პუნქტ სეკესთან ახლოს, ძველ, მიტოვებულ აეროდრომზე დამჯდარიყო…
დაჯდომის შემდეგ პილოტმა გზაზე გასვლა და ტაქსის გაჩერება მოახერხა, რომელმაც ის უახლოეს ბანკომატამდე მიიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, პილოტმა ბანკომატიდან საბანკო  ბარათით 6000 თურქული ლირა (2200 დოლარამდე) მოხსნა და იმავე ტაქსით საკუთარ თვითმფრინავთან უკან დაბრუნდა…
ბერძენი პილოტის მიერ F-16-თ თურქეთში წასვლა-წამოსვლის ფაქტი მას შემდეგ გახმაურდა, რაც ტაქსის მძღოლმა კლიენტის თვითმფრინავზე უცხო ქვეყნის სიმბოლიკა შეამჩნია და პოლიციას დაურეკა. ბანკომატიდან ამოღებული ინფორმაციით კი, პილოტის ვინაობა იქნა დაფიქსირებული.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში კრიზისის გამო დღემდე ბანკომატებიდან დღეში 60 ევროზე მეტი თანხის გამოტანა შეუძლებელია.

banner
წინა სტატიაშიფეხბურთის მეფის სიკვდილის შესახებ ინფორმაციამ სოციალურ ქსელები წალეკა
შემდეგი სტატიაამერიკელმა ექსპერტებმა აჩვენეს როგორ ესვრიან რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინელ ჯარისკაცებს