უმრავლესობის აზრით, საჭიროების შემთხვევაში, ბიუჯეტი უნდა შემცირდეს

ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირების საკითხს პარლამენტი მომავალ კვირას განიხილავს. მთავრობის წევრებთან შეხვედრას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრები გეგმავენ.

სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირების დეტალები დაზუსტდება. კონსულტაციების შემდეგ პარლამენტს მთავრობა ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს წარუდგენს და გაირკვევა რამდენით შემცირდება ხარჯვითი ნაწილი.

უმრავლესობაში იმედოვნებენ, რომ ამ ცვლილებით ქვეყნაში ეკონომიკური ვითარება გამოსწორდება და ლარის კურსიც დასტაბილურდება.

“თუ სეკვესტრი არის საჭირო, იმისთვის, რომ მოგვარდეს რეგიონში არსებული უმძიმესი ფინანსური კრიზისი, რაც ჩვენი მიზეზით არ შექმნილა და ბევრი ქვეყანა უმძიმესად განიცდის, ამას უნდა მოჰყვეს ადეკვატური, თუნდაც მტკივნეული ნაბიჯების გადადგმა მთავრობის მხრიდან,“ -საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქადაგიძე საგანგებო განცხადებას 12 საათზე გააკეთებს
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძე: იმპიჩმენტი ხალხს ვერ გააძღებს