გივი თარგამაძე: იმპიჩმენტი ხალხს ვერ გააძღებს

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი სავალუტო კრიზისი ყოფილი პრემიერის – ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

„რამდენსაც არ უნდა ეცადოს ივანიშვილი, რომ თავისი ხელქვეითების და მონების ხელით ვიღაცის იმპიჩმენტის ორგანიზება გააკეთოს, იმპიჩმენტი ამ ხალხს ვერ გააძღებს. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის იმპიჩმენტი ლარის კურსს ვერ გაასწორებს და ის, რომ ეს არ სწორდება და ასეთი მდგომარეობაა, არის პირადად ივანიშვილის დამსახურება,” – განაცხადა გივი თარგამაძემ.

განცხადებები გიორგი ქადაგიძის შესაძლო იმპიჩმენტის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობაში გაკეთდა.

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობის აზრით, საჭიროების შემთხვევაში, ბიუჯეტი უნდა შემცირდეს
შემდეგი სტატიარუსეთი საქართველოსთვის რიგით მესამე ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია