გიორგი ქადაგიძე საგანგებო განცხადებას 12 საათზე გააკეთებს

giorgi qadagidze

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებსა და მთავრობის წევრებისა და პოლიტიკოსების შეფასებებს უპასუხებს.

გიორგი ქადაგიძის პრესკონფერენცია 12 საათზე დაიწყება . გუშინ გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ იგი გაეცნო ეროვნული ბანკის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს და მზად არის ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

ლარის კურსთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაცია ”მოქალაქის” დამფუძნებელი გიორგი ქადაგიძის “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირზეც მიუთითებს და ამბობს, რომ კრიზისამდე ქვეყანა მისმა უმოქმედობამ მიიყვანა.

banner
წინა სტატიაშინარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაუმრავლესობის აზრით, საჭიროების შემთხვევაში, ბიუჯეტი უნდა შემცირდეს