უკრაინული დროშით გამოსვლის შემდეგ ზემფირას რუსეთში ყველა კონცერტი მოუხსნეს

 

Tbilisi Open Air 2015რუსული საკონცერტო სააგენტოების წარმომადგენლები მომღერლის საქციელით აღშფოთებულები არიან. საქმე რამდენიმე დღის წინ თბილისში ჩატარებულ კონცერტს ეხება, სადაც ზემფირა სცენაზე უკრაინის დროშით გამოვიდა.

Deep Purple-ის და Rainbow-ს კონცერტის ორგანიზატორმა სერგეი არბუზოვმა განაცხადა, რომ უახლოესი მომავალი ზემფირას კონცერტებზე გამოყვანისგან თავს შეიკავებს, რადგანაც მომღერლის თბილისში გამოსვლის შემდეგ მასზე მოთხოვნა საგრძნობლად დაეცა.
– ჩვენ ყველას ჩვენი აზრი გაგვაჩნია, მაგრამ მისი ამ ფორმით მიწოდება ასეთმა დიდმა არტისტებმა არ უნდა გააკეთონ. თბილისში კონცერტზე მაყურებლებიდან შეიძლება იყვნენ ისეთები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ან არ უჭერდნენ მის გამოსვლას. ყველას ჩვენი არჩევანის საშუალება გვაქვს. თავის დროზე სევასტოპოლის მცხოვრებლებმაც საკუთარი არცევანი გააკეთეს. გუშინ ზემფირამ თავისი არჩევანი გააკეთა და ვფიქრობ რომ მის არჩევანს სევასტოპოლელები არ დაუჭერდნენ მხარს – თქვა არბუზოვმა.

ზემფირას შემოდგომის კონცერტის ორგანიზატორმა მაქსიმ ტატარნიკოვმა კონცერტი უკვე მოხსნა: “შემოდგომაზე ზემფირას დიდი კონცერტის გაკეთებას ვგეგმავდით. მას დიდი დარბაზების შევსება შეუძლია, მაგრამ თბილისში გამოსვლის შემდეგ მე და ჩემმა პარტნიორებმა გადავწყვიტეთ კონცერტი მოვხსნათ. ეს კონცერტი ნამდვილად არ იქნება. დანარჩენებიც, ვფიქრობ, უარს იტყვიან ზემფირას კონცერტების ორგანიზებაზე. სიტუაცია ყველასთვის გასაგებია” – განაცხადა ტატარნიკოვმა. მისი თქმით, მის გადაწყვეტოლებას უკრაინელმა და ქართველმა კოლეგებმაც დაუჭირეს მხარი.

შეგახსენებთ, რომ თბილისში გამოსვლის დროს მაყურებლებმა ზემფირას უკრაინის დროშა მისცეს. ზემფირამ ის მიკროფონს მიამაგრა და გამოსვლა განაგრძო.

zemfira_flag_ukrainy_novosti_tbilisiTbilisi Open Air 2015

banner
წინა სტატიაშითურქეთში ისლამისტური სახელმწიფოს 20 ბოევიკი დააკავეს
შემდეგი სტატიაზვიად სიჭინავა: გულშემატკივრებს შეეძლებათ უეფა-ს სუპერთასის მატჩის ბილეთების შესაძენად ცოცხალ რიგში ხვალ, 09:00 საათიდან დადგნენ