თურქეთში ისლამისტური სახელმწიფოს 20 ბოევიკი დააკავეს

წუხელ ღამის რეიდისას თურქეთის პოლიციამ 21 პირი დააკავა, რომლებიც ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამისტური სახელმწიფოს” მომხრეებად მოიაზრებიან. როგორც თურქული მედია იტყობინება, რეიდები ქვეყნის ოთხ ქალაქში ერთდროულად ტარდებოდა. დაკავებულები ევროპელების გადაბირებაში არიან ბრალდებული.

დაკავებულთა შორის 3 უცხოელია, დანარჩენი თურქეთის მოქალაქე. საერთო ჯამში 30 ადამიანზე იყო დაკავების ორდერი გაცემული. რეიდების დროს ამოღებულ იქნა სანადირო იარაღები, პატრონები, ისლამური სახელმწიფოს დოკუმენტები, ელექტრონული მოწყობილობები და სამხედრო უნიფორმა – ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიპირველი ელექტროთვითმფრინავის გადაფრენა
შემდეგი სტატიაუკრაინული დროშით გამოსვლის შემდეგ ზემფირას რუსეთში ყველა კონცერტი მოუხსნეს