ზვიად სიჭინავა: გულშემატკივრებს შეეძლებათ უეფა-ს სუპერთასის მატჩის ბილეთების შესაძენად ცოცხალ რიგში ხვალ, 09:00 საათიდან დადგნენ

ზვიად სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს ტოვებს

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა მსურველებს სთხოვს, უეფა-ს სუპერთასის მატჩის ბილეთების შესაძენად ცოცხალ რიგში ხვალ, 09:00 საათიდან დადგნენ.
როგორც სიჭინავამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს საღამოს შსს-სთან ერთად ჯებირების დაყენება და ადგილის მოწესრიგება დაიწყება.
“დღეს საღამოს ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ვიწყებთ ჯებირების დაყენებას, მოწესრიგებას იმ ადგილის და ხვალ, 09:00 საათიდან სალაროებისკენ ცოცხალი რიგი დაიძრება. ყველას ვთხოვ, რომ პროვოკაციებზე არ წავიდნენ, არაფერი ისეთი არ გააკეთონ, დადგნენ ცოცხალ რიგში ხვალ, 09:00 საათიდან და ბილეთები შეიძინონ”, – აღნიშნა სიჭინავამ.
სუპერთასის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის, ლაშა დვალიშვილის თქმით, უეფა-სთან ყოველდღიური კონტაქტია, სრულად არიან ჩართულები და შესაბამისად, ყველა ინფორმაცის ფლობენ. “ის, რომ ხვალ დილიდან დაიწყება ბილეთების გაყიდვა, ეს თემაც მათთან არის შეთანხმებული”, – აღნიშნა დვალიშვილმა.
როგორც ცნობილია, ბარსელონა-სევილიას მატჩზე დასწრების მსურველთა რიცხვი ვაკის პარკში ყოველ წუთს იზრდება. სპეციალურად შედგენილ სიაში უკვე 1500-ზე მეტი ფეხბურთის გულშემატკივარია ჩაწერილი. მათ იმედი აქვთ, რომ ამგვარად ისინი ხვალ ბილეთების შეძენას შეძლებენ.
შექმნილია ჯგუფები და თითოეული ასეთი ჯგუფი 50 პირს აერთიანებს. ჯგუფებს ჰყავს თავიანთი ხელმძღვანელი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული დროშით გამოსვლის შემდეგ ზემფირას რუსეთში ყველა კონცერტი მოუხსნეს
შემდეგი სტატიადე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები გორის რაიონში დაამონტაჟეს